გია აბაშიძე: პრემიერმინისტრს ჰქონდა უზუსტესი პოლიტიკური გზავნილები, ის, რაც აინტერესებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს

 

“პრემიერმინისტრს ჰქონდა უზუსტესი პოლიტიკური გზავნილები, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ ურყევია ეს ხელისუფლება ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში”, – ასე აფასებს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე გუშინ “ქართული ოცნების” მხარდამჭერ აქციაზე პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლას.

როგორხ ანალიტიკოსმა “კვირასთან” საუბარში აღნიშნა, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ან “ოცნების” ნებისმიერმა ლიდერმა ზუსტად ის მესიჯები გააჟღერა, რაც საზოგადოების ინტერესებშია.

“პრემიერმინისტრს ჰქონდა უზუსტესი პოლიტიკური გზავნილები – ის, რაც აინტერესებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს: ის, რომ თითი არ უნდა გვიქნიონ ვიღაც დაქირავებულმა უცხოელმა ლობისტებმა და ის, რომ საქართველოს აქვს სუვერენიტეტი და კანონის უზენაესობა. შეუძლებელია, ცალკეულმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ გარკვეული ფინანსური მეგობრობა აქვთ სააკაშვილთან, უკარნახონ საქართველოს და საქართველოს სახელმწიფოს მართლმსაჯულებას, როგორ იმოქმედონ.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ ურყევია ეს ხელისუფლება ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში, მიუხედავად იმისა, ცალკეული ევროდეპუტატი რა უპასუხისმგებლობას იტყვის. ინსტიტუციურად საქართველომ ყველაზე მძლავრი ნაბიჯები ზუსტად ბოლო 8 წლის განმავლობაში გადადგა, როგორც ევროპასთან, ნატო-სთან, ამერიკასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.
ირაკლი ღარიბაშვილის ნებისმიერ გამოსვლაზე რომ ოპონენტები “ნაცოპოზიციიდან” მწვავედ საუბრობენ, ეს პირიქით, უნდა აღვიქვათ, რომ, ესე იგი, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ან “ოცნების” ნებისმიერმა ლიდერმა ზუსტად ის მესიჯები გააჟღერა, რაც საზოგადოების ინტერესებშია და “ნაცმოძრაობა” ამას ყოველთვის გადაბრუნებულად და დამახინჯებულად იღებს”, – განაცხადა გია აბაშიძემ.

თბილისში „ქართული ოცნების” მხარდასაჭერი შემაჯამებელი შეკრება გუშინ გაიმართა. პარტიის აქცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე მოეწყო, 17:00 საათზე დაიწყო. შეკრებას მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ. მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ. მათ მოქალაქეებს 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები