ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის კეთილდღეობა, მათი ღირებულებებია ხალხისთვის “ბიომასის” წოდება

“ყველამ ვიცით, რომ “ნაცმოძრაობაში“ გვარამია მეორე კაცია. როდესაც ეს ადამიანი “ბიომასას” უწოდებს იქ შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არასწორი ღირებულებების მქონდე ადამიანები დამარცხდებიან.

„ერთი ბელადი არის ციხეში, მეორე ბელადი არის თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელი. ყველამ ვიცით, რომ “ნაცმოძრაობაში“ გვარამია მეორე კაცია. როდესაც ეს ადამიანი “ბიომასას” უწოდებს იქ შეკრებილ ათიათასობით ადამიანს, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ეს არის სასოწარკვეთილების გამოხატულება. ჩვენ ჩვენი ღირებულებები ვაჩვენეთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის მთავარია ღირსება, თავისუფლება და ქვეყნის კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი ღირებულებები და მათი ღირებულებებია ხალხისთვის ბიომასის წოდება, ხალხზე ძალადობის მცდელობა და ასე შემდეგ. ესაა მათი ღირებულებები. რა თქმა უნდა, ამ ღირებულებებით ეს ადამიანები დამარცხდებიან. თავისი გვარამიათი, მშვილდაძეებით და ასე შემდეგ. ეს არის მათი სახე სიცრუის ტირაჟირება და ზიზღის ენა, რომელსაც ისინი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები