სალომე ზურაბიშვილი: დღეს აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები

პრეზიდენტმა აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ დღეს აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები.

სალომე ზურაბიშვილმა დამღუპველი უწოდა აფხაზეთში რუსული ოკუპაციის შედეგად შექმნილ მდგომარეობას და განმარტა, რომ აფხაზური ენის დასაცავად ყოველი დაგვიანებული და არ გადადგმული ნაბიჯი მის სიცოცხლისუნარიანობას აზარალებს.

“აფხაზური ენის დღე კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმ დამღუპველ რეალობაზე, რომელიც ჩამოყალიბდა აფხაზეთში რუსული ოკუპაციის შედეგად.

დღეს აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები!

ოფიციალურად ანტიქართულმა და შინაარსით ანტიაფხაზურმა პოლიტიკამ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა, რასაც აღიარებს იუნესკო და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება.
დღეს აფხაზეთში ანტიქართული პოლიტიკა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გალში ქართული ენის სწავლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით ხორციელდება.
აფხაზური ენის დასაცავად ყოველი დაგვიანებული და არ გადადგმული ნაბიჯი აზარალებს მის სიცოცხლისუნარიანობას.
არსებული რეალობა გვიბიძგებს აფხაზური ენის გადარჩენისა და განვითარებისთვის ინოვაციური გზების ძიებისკენ. ჩვენი ენების დაცვა არის ის ფუნდამენტური მნიშვნელობის მიზანი, რომლის ირგვლივ შესაძლებელი უნდა გახდეს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებული ინტელექტუალური რესურსის გაერთიანება.
ღრმად მწამს, უახლოეს წლებში ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ ტრაგიკული სურათის ცვლილებას და საკუთარი ენების გადარჩენით გადავარჩენთ ჩვენი შვილების საერთო მომავალს და ჩვენს ადგილს მსოფლიო კულტურულ რუკაზე”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები