სანდრო რაქვიაშვილი: “ქართული ოცნების” ამომრჩევლები რომ არ შეშინდნენ, რომ “ნაცმოძრაობა” ძლიერდება, მმართველი გუნდი სანაცვლოდ კიდევ უფრო დიდ მიტინგს აწყობს

“მას შემდეგ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი მიტინგი გამართა, „ქართული ოცნების” ამომრჩევლები რომ არ შეშინდნენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ძლიერდება, “ქართული ოცნება” სანაცვლოდ კიდევ უფრო დიდ მიტინგს აწყობს”, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის აქცია ძალის დემონსტრირებაა.

“ეს არის ძალის დემონსტრაცია, მას შემდეგ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დიდი მიტინგი გამართა, „ქართული ოცნების” ამომრჩევლები რომ არ შეშინდნენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ძლიერდება, “ქართული ოცნება” სანაცვლოდ კიდევ უფრო დიდ მიტინგს აწყობს. მეტი განსაკუთრებული შინაარსი მას არ გააჩნია. რომ აღმოვაჩინოთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” არც ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, არც ფული გადაიხადა და ისე გამოიყვანა ქუჩაში 100 000 კაცი, ეს ხომ მართლა გასაკვირი იქნება, მართლა ნიუსი იქნება. ის, რომ მთავრობა ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ჩვეულებრივი ამბავია, ყველა მთავრობა ასე იქცევა და ასე მოიქცევა მანამ, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ მას ეს ბერკეტი ფიზიკურად არ ჰქონდეს. ამას მოაგვარებდა რეალური დეცენტრალიზაცია, ამ მხრივ ბევრი სამუშაო გვაქვს”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები