ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის, მნიშვნელოვანია, გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტზე მონიტორინგი და ტურისტების შემოდინება

“ამ ეტაპისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტზე მონიტორინგი და ტურისტების შემოდინება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ახალი შტამის შემოსვლა გარდაუვალია და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

“ამ ეტაპისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტზე მონიტორინგი და ტურისტების შემოდინება, მოხდეს მათი ტესტირება და კონტროლი იმისათვის, რომ არ შემოვიდეს შტამი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, გარდაუვალია ის ფაქტი, რომ ეს შტამი საქართველოში ოდესმე შემოვა, ვინაიდან ყველა შტამი ცირკულირებს სხვადასხვა ქვეყანაში და ის შეიძლება, არ შემოვიდეს რუსეთიდან, მაგრამ – სხვა ქვეყნიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაფიქსირების შემთხვევაში ძალიან ადრეულ ეტაპზე მოვახდენთ ამ შტამის ამოცნობას და შესაბამისი ღონისძიება გატარდება”, – აცხადებს მინისტრი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები