ეკატერინე ტიკარაძე: სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რაც ვაქცინაციას ხელს შეუშლის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რაც ვაქცინაციას ხელს შეუშლის.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით საჭიროა არა იძულებითი წესის გამოყენება, არამედ  – მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაცია.

“სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რაც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა – იძულებითი წესის გამოყენება”, – აცხადებს ტიკარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები