თამარ ტალიაშვილი: “ევროსაბჭოს ახალგაზრდობის სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა საქართველოს აქტიური მონაწილეობით”

ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ტალიაშვილი მონაწილეობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის ქვეკომიტეტის სხდომაში.

პარლამენტის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა საქართველოში ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებაზე, ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სტრატეგიისა და ახალგაზრდების წინაშე მდგარი COVID პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო და დასაქმების სირთულეების შესახებ.

„ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სტრატეგია ასახავს იმ ძირითად მიმართულებებსა და სვამს იმ არსებით აქცენტებს რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული კრიზისების გადალახვისათვის როგორც უშუალოდ ახალგაზრდებისათვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის. ამაყი ვარ იმით, რომ სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში და საქართველოს აქტიური მონაწილეობით”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დისკუსიის დროს ხაზი გაესვა თამარ ტალიაშვილის მიერ ინიცირებული ევროპის საბჭოს რეზოლუციის პროექტის „ახალგაზრდობა და მედია” მნიშვნელობას მედია თავისუფლებისა და ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით. სხდომაში კომიტეტის წევრების გარდა მონაწილეობას იღებდნენ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მოწვეული ექსპერტები და პორტუგალიის პარლამენტის ვიცეპრეზიდენტი ანტონიო ფილიპე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები