იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრები დასრულდა

 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან და მხარდამჭერებთან. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“დღეს ბოლო შეხვედრა ბაღდათში გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს კახა ენუქიძეს, საარჩევნოო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ზაზა ლომინაძე, გივი ჭიჭინაძე, ბეჟან წაქაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე.

ბაღდათის გარდა, დღეს შეხვედრები გაიმართა ცაგერში, წყალტუბოსა და ქუთაისში.

დაგეგმილია შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები