“TV პირველის” ჟურნალისტი ცდილობდა მონაზვნების საცხოვრებელ ბინაში ძალით შესვლას” – საპატრიარქო ვიდეოს ავრცელებს

“სამწუხაროდ, არ წყდება რიგი ტელეარხების ჟურნალისტების მხრიდან ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ უხეში და აგრესიული ქმედებები”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“სწორედ ასეთი მორიგი ფაქტი ვიხილეთ დღეს დილით, როდესაც „TV პირველის“ (სავარაუდოდ) ჟურნალისტი ცდილობდა მონაზვნების საცხოვრებელ ბინაში ძალით შესვლას და სასურველი ინფორმაციის ამ გზით მოპოვებას.

ვითარების სიცხადისთვის აქვე ვურთავთ ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.
ამასთან, დავძენთ, რომ მსგავსი ფაქტები არა მარტო ეკლესიისათვის არის საზიანო, არამედ, უპირველესად, ჩრდილს აყენებს თავად ჟურნალისტების საქმიანობას, ლახავს მათ პროფესიულ ეთიკას და იწვევს საზოგადოების უნდობლობასა და გაღიზიანებას.

ასევე, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ბილწსიტყვაობისა და ჟურნალისტის მიმართ უხამსი კომენტარებისაგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები