ზაალ კაპანაძე: ექიმი, რომელმაც გოგელიას კლინიკაში გაურკვეველი პრეპარატით ვაქცინაცია ჩაატარა, ყალბი სერტიფიკატების დამზადებაშია მხილებული – ექიმს და სამედიცინო დაწესებულებას სანქცია დაეკისრებათ

„გოგელიას კლინიკას არ ჰქონდა იმუნიზაციის განხორციელების უფლება”, – ასე ეხმაურება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი, ზაალ კაპანაძე მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ, რომ აღნიშნულ კლინიკაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად c ვიტამინი გაუკეთეს.

კაპანაძის თქმით, სანქცია დაეკისრება ექიმსაც და სამედიცინო დაწესებულებასაც.

„კლინიკას არ ჰქონდა იმუნიზაციის განხორციელების უფლება. რაც შეეხება უშუალოდ ამცრელ ექთანს, ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია, რომ საქმიანობდა ისეთ კლინიკაში, რომელსაც ამის უფლება არ ჰქონდა და რომ იქ მომუშავე ექიმი უკანონო საქმიანობას ეწეოდა, ეს არის რამდენიმე საათის ამბავი. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან, სწავლობენ საკითხს. სანქცია დაეკისრება როგორც ექიმს, ასევე, იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ის უკანონო საექიმო საქმიანობას ეწეოდა“, – განაცხადა კაპანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები