“ექსპორტის ზრდის დინამიკა, მაღალ ორნიშნა ზრდასთან ერთად, აჩვენებს ეკონომიკის არა თუ გასულ წელთან შედარებით მიღწეულ პოზიტიურ ტენდენციებს, არამედ – წინაკრიზისულ პერიოდთანაც” – ცუცქირიძე

“ექსპორტის ზრდის დინამიკა, მაღალ ორნიშნა ზრდასთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს ეკონომიკის არა თუ გასულ წელთან შედარებით მიღწეულ პოზიტიურ ტენდენციებს, არამედ – წინაკრიზისულ პერიოდთანაც, რაც გასული წლის რეცესიული შოკიდან გამოსვლის ნათელი ინდიკატორია”, – ამის შესახებ ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.

ცუცქირიძე ადგილობრივი ექსპორტის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

“საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბრის საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით გაიზარდა და 270.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 39.8 პროცენტით აღემატება თვით პანდემიამდე პერიოდის – 2019 წლის სექტემბერის მონაცემებსაც კი.

მთლიანობაში, 2021 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით საქონლის ექსპორტი 12.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მაჩვენებელმა 22.3%-ით გადააჭარბა 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს.

მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვის მოცულობაც. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ბრუნვამ 10.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.3% -ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 4.9%-ით მეტია.

ექსპორტის ზრდის დინამიკა, მაღალ ორნიშნა ზრდასთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს ეკონომიკის არა თუ გასულ წელთან შედარებით მიღწეულ პოზიტიურ ტენდენციებს, არამედ წინაკრიზისულ პერიოდთანაც, რაც გასული წლის რეცესიული შოკიდან გამოსვლის ნათელი ინდიკატორია.

თვალსაჩინოებისათვის, 2021 წლის პირველ იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 25.9 პროცენტით გაიზარდა და 2,166.1 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 72.7 პროცენტს გაუტოლდა”, – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ, ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში დაფიქსირდა.

“ჩინეთში (31.8%-ით და 453.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), რუსეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 38.8%-ით და 388.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), თურქეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 69.4%-ით და 220.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აშშ-ში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 99.7%-ით და 116.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), უკრაინაში (52.4%-ით და 118.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), აზერბაიჯანსა (48.8%-ით და 79.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა) და სომხეთში (36.9%-ით და 89.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა) .

უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ტრადიციული საექსპორტო ჯგუფების გარდა ( ყურძნის ნატურალური ღვინოები (გაიზარდა 16.1%-ით), მინერალური და მტკნარი წყლები (გაიზარდა 28.1%-ით), დაგაზიანებული წყლები(გაიზარდა 87.9%-ით), აზოტოვანი სასუქები (გაიზარდა 16.3%), განსაკუთრებით მზარდია ტრიკოტაჟის ნაწარმის (გაიზარდა 69.9%-ით და 48.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ასევე აგროპროდუქციის, განსაკუთრებით თხილისა და კაკლის (ზრდა 39.8%-ით და 68.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) ზრდის ტენდენცია, რაც ბიზნესის და ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების თვალსაჩინო მაგალითია.

ამ პროექტებმა პასუხი გასცა ოპონენტების კრიტიკას მათ ნაკლებ ეფექტურობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოც. პროექტების თანადაფინანსებისას გაღებულ ერთ ლარს უკან ბიუჯეტში მოაქვს დაახლოებით 5 ლარის, ანუ ხუთჯერ მეტი გადასახადები შედის ბიუჯეტში და 16 ლარის, ანუ 16-ჯერ მეტი კერძო ინვესტიცია იდება ეკონომიკაში, რაც, დასაქმებასთან ერთად, ლარის კურსის სტაბილიზაციასაც უზრუნველყოფს”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები