მაკა ბოჭორიშვილი – ევროპელი პოლიტიკოსების წერილზე: პირადი კავშირებით ნაკარნახევი წერილია
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ევროპელი პოლიტიკოსების წერილს ეხმაურება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირდება.
“წერილი, რომელსაც ხელს აწერს ყოფილი სახელმწიფო მოხელეები და, მათ შორის, რამდენიმე, ამჟამად მოქმედი ევროპარლამენტარი, არის პირადი კავშირებით ნაკარნახევი წერილი, რომელშიც ვერ დავეთანხმები, ისეა აღწერილი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, შესაბამისად”, – განაცხადა ბოჭორიშვილი.
ცნობისთვის, 70-ზე მეტი ევროპელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. მიმართვას ხელს აწერენ ლიეტუვისა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, 25 ევროპარლამენტარი, ყოფილი ელჩები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, ლიეტუვის სეიმის 25-ზე მეტი წევრი და ქართველი პოლიტიკოსები. წერილის ადრესატები არიან ევროსაბჭოს, ევრო კომისიისა და ევრო პარლამენტის პრეზიდენტები. მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს, ვიდრე ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე.