სასწავლო კურსი „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დისტანციური სასწავლო კურსი – „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კურსის ფარგლებში, 16 გარემოსდაცვითი მმართველი მომზადდა. კურსდამთავრებულებმა ნარჩენების მართვის გეგმის მომზადების, განახლებისა და კომპანიაში შიდა კონტროლის განხორციელების მიმართულებით საჭირო ცოდნა შეიძინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, სულ, 483 გარემოსდაცვითი მმართველია გადამზადებული.

მათი უმრავლესობა, სხვადასხვა ორგანიზაციაში, გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზეა დასაქმებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამა კერძო სექტორისთვის ნარჩენების მართვის სფეროში არსებული ყველა ვალდებულების სწავლებას ითვალისწინებს და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს ნარჩენების ელექტრონულ სისტემაში ანგარიშგების უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის. სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

პროგრამა კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული სპეციალისტი, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები