თამარ ჟვანია უზბეკეთში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დირექტორად დაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია უზბეკეთში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დირექტორად დაინიშნა.

ინფორმაცია ჟვანიას დანიშვნის შესახებ IFES-ის საიტზე უკვე წერია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მას არჩევნების სფეროში მუშაობის 21-წლიანი გამოცდილება აქვს.

თამარ ჟვანიამ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა 2021 წლის 30 ივნისს დატოვა. მას თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა, როგორც თავად განაცხადა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები