საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისევ მზარდია
საფრანგეთში, აგვისტოდან მოყოლებული პირველად, 100 ათას სულ მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისევ მზარდია. თუმცა, ის იმ ზღვარზე ნაკლებია, ვიდრე მთავრობას აქვს განსაზრული დამატებითი შემზღუდავი ზომების დასაწესებლად.
Public Health France–ს ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ქვეყანაში ბოლო ერთი კვირაა, დაავადება 4,1%–ით არის გაზრდილი. 100 ათას მოქალაქეზე 46 დადებითი შემთხვევაა.
ამრიგად, 100 ათას მოსახლეზე 50 ინფიცირებულის ზღურბლი ჯერ მიღწეული არ არის.
ამასთან, აღინიშნება, რომ ქვეყნის 20–მდე დეპარტამენტში ეს მაჩვენებელი დაფიქსირებულია.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საფრანგეთში ინფიცირების მაჩვენებელი სტაბილურია – 5200 შემთხვევის ნიშნულზე.