წარმატებული ქართული პროდუქცია – „ოლიმპიოს“ ჰიგიენისა და მოვლის საშუალებები
4 თვეა, რაც ბაზარზე კომპანია „ოლიმპიო“ გამოჩნდა. მეწარმე ქალმა, სოფიო სურმავამ ამ მოკლე ხანში შეძლო და შესაბამისი სერტიფიკატებით აღიარებული, უმაღლესი ხარისხისა და რაც მთავარია, ქართული წარმოების ანტიბაქტერიული საშუალებები მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით შესთავაზა. ბაზარზე ახლად შემოსული კომპანია, რომელიც 2 სახის თხევად საპონს, ჭურჭლის სარეცხ საშუალებას, სხვადასხვა საფეხმავლო ზედაპირისა და ავეჯის საწმენდ საშუალებას, მინების საწმენდს, დანადგარების საწმენდს, ანტისეფტიკს, საკანალიზაციო და სამზარეულოს მილების გამწმენდ საშუალებას აწარმოებდა, 4 თვის თავზე კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტით წარდგა მომხმარებლების წინაშე. ამას გარდა, სოციალური პასუხისმგებლობის აღებაც მოასწრო და იმ დაწესებულებებს, რომელთაც მისი პროდუქტი ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ის სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.
და მაინც, როგორი იყო ეს 4-თვიანი გზა „ოლიმპიოსთვის“, რისი გაკეთება შეძლო კომპანიამ და რას შესთავაზებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში? „ქართული კვირა“ სოფიო სურმავას ესაუბრა.
– როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?
-კომპანიის დაარსებიდან 4 თვე გავიდა. ეს 4 თვე ძალიან რთული და შრომატევადი იყო, მაგრამ შედეგმაც არ დააყოვნა. დღესდღეობით, მხოლოდ თბილისის მაშტაბით რომ ვთქვათ, 40-მდე მაღაზიში დევს ჩვენი პროდუქცია.
-სად არის ამჟამად წარმოდგენილი „ოლიმპიო“? შეძელით თუ არა, მოგეცვათ რეგიონები და სად შეუძლიათ ადამიანებს, დღეის მდგომარეობით, „ოლიმპიოს“ პროდუქციიის შეძენა?
-ჩვენი პროდუქციის შეძენა ბევრ ადგილას არის შესაძლებელი. გვაქვს რუკა, რომელიც შეგიძლიათ კომპანიის Facebook გვერდზე იხილოთ. იქ უფრო დეტალურად და გარკვევით არის მონიშნული ყველა ლოკაცია.
-რა მნიშნველოვანი ღონისძიებების გატარება მოასწარით ამ დროის განმავლობაში და რა მისცა, თქვენი შეფასებით, საზოგადოებას თქვენმა პროდუქტმა?
-ამ პერიოდში დავიწყეთ კამპანია „ჩვენიანებისთვის“, ასევე შევქმენით საოჯახო პაკეტი, რომელიც საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. ჩვენი აზრით, კომპანიამ ადამიანებს საშუალება მისცა, იაფად მიეღოთ პრემიუმ ხარისხის საოჯახო ქიმია და სარეცხი საშუალებები.
გაიგეთ მეტი „ოლიმპიოს“ შესახებ: https://www.facebook.com/olimpiogeorgia/
-როგორც ვიცით, საბითუმო ხაზის აქტიურად გაშვებას გეგმავდით. ამ მხრივ, ხომ არ არის სიახლე?
-ამ ეტაპზე მხოლოდ ამ კუთხით ვმუშაობთ. სწორედ საბითუმო ხაზი აღმოჩნდა ჩვენთვის ერთ-ერთი წარმატებული იდეა, რომელიც ხალხისთვისაც საკმაოდ კომფორტულია.
–რაც შეეხება საოჯახო პაკეტს, რას გულისხმობს კონკრეტულად ეს შეთავაზება?
-საოჯახო პაკეტში გაერთიანებულია ჩვენი წარმოებული საწმენდი საშუალებების 6 სახეობა. ვფიქრობთ, მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომია პროდუქციის ამ სახით წარდგენა.
–ხომ არ დაგიწყიათ ახალი პროდუქტის წარმოება?
– რა თქმა უნდა, ჩვენ რეგულარულად ვვითარდებით და იზრდება ჩვენი კატალოგიც. დავამატეთ აბაზანის, ვანა-ტუალეტის საწმენდი საშუალება; ასევე ორგანიზაციებისთვის, სასტუმროებისთვის და რესტორნებისთვის გვაქვს დამზადებული დეზობარიერის სითხე.
-რა გეგმები გაქვთ ახლო მომავლისთვის?
-ვაპირებთ საწარმოს გაფართოებას და გვინდა, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით გავაზრდოთ კატალოგიც – დავიყწოთ ერთჯერადი თუ სველის ხელსახოცების წარმოება და ა.შ. მიზანი ბევრი გაქვს, მათ მისაღწევად კი, ძალიან ბევრს ვმუშაობთ.
მინდა, ჩვენს მომხმარებლებს მივმართო და ვუთხრა, რომ ძალიან მალე დავაორგანიზებთ სხვადასხვა გათამაშებას სოციალურ ქსელში. მათში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი და თვალი ადევნოთ ჩვენს აქტივობას.