ტაივანის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ტაივანის სანაპიროსთან 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კუნძულის სეისმური სამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგები 30,2 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.