ვინ არის დამნაშავე ყანდაარის მეჩეთის აფეთქებაში – „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტებს ასახელებს

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“-მ შიიტურ მეჩეთში, ყანდაარში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელთა სახელები გაასაჯაროვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „Aamaj News“ ავრცელებს.

„ისლამურმა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა შიიტურ მეჩეთში თავდასხმასთან დაკავშირებით და ტერაქტის შემსრულებლთა სახელები გაასაჯაროვა. ესენი დაჯგუფების წევრები ანას ხორასანი და აბუ ალი ბალუჩი არიან“, – ავრცელებს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ შიიტურ მეჩეთში იმამ ბარგიახში, რომელსაც ასევე უწოდებენ ბიბი ფატიმას მეჩეთს, ტერაქტი პარასკევს, ლოცვის დროს მოხდა. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 62 ადამიანი და დაშავებულია 70 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები