ბალის კუნძულზე მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა შვიდი კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინჰუა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ბალიზე 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:18 საათზე მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების შედეგად კუნძულზე რამდენიმე სახლი დაინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა. სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის სამსახურის განცხადებით, რამდენიმე რაიონში მეწყერი ჩამოწვა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.