ინდონეზიაში, მდინარეში 11 სკოლის მოსწავლე დაიხრჩო

ინდონეზიის პროვინციულ ქალაქ იავაში 11 სკოლის მოსწავლე დაიხრჩო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინჰუა“ სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი განცხადებით, პარასკევს ერთ-ერთი სკოლის 150-მდე მოსწავლე მდინარესთან ღონისძიებას ატარებდა. გაუფრთხილებლობით 21 ბავშვი მდინარეში აღმოჩნდა, ისინი იხრჩობოდნენ, შედეგად გადარჩა 10 ბავშვი, ხოლო 11 მაშველებმა წყლიდან გარდაცვლილები ამოიყვანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შესაბამისი ორგანოები ინციდენტის მიზეზს იძიებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები