რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: იაპონიის ზღვაში აშშ-ის გემმა რუსეთის საზღვრის დარღვევა სცადა

აშშ–ის სამხედრო საზღვაო ძალების ესმინეცმა Chafee (DDG 90) იაპონიის ზღვაში რუსეთის საზღვრის დარღვევა სცადა, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აღინიშნება, რომ გემი, რომელიც იაპონიის ზღვაში უკვე რამდენიმე დღეა, იმყოფება, რუსეთის ტერიტორიულ წყლებს მიუახლოვდა და “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა სცადა”.

თუმცა, ადგილზე მყოფმა, რუსულმა “ადმირალ ტრიბუცმა” საერთაშორისო არხით შეატყობინა უცხოურ გემს ამგვარი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ.

”მიღებული გაფრთხილების შემდეგ, გემმა იმის ნაცვლად, რომ შეეცვალა კურსი დახურული ტერიტორიის დატოვების მიზნით, აამაღლა ფერადი დროშები, რაც მიუთითებს ვერტმფრენის გემბანიდან ასაფრენად მომზადებაზე და გულისხმობს იმას, რომ ამჟამად შეუძლებელია კურსისა და სიჩქარის შეცვლა”, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, რუსულმა გემმა აიღო კურსი ესმინეცის საზღვრიდან გაგდების მიზნით, “რის შემდეგ Chafee–მა კურსი შეცვალა. აღნიშნული საერთაშორისო წესების უხეში დარღვევაა”.

აშშ–ის საზღვაო ძალებში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები