“ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა ამ ისტორიულ შანს ხელიდან არ გაუშვებს” – ალიევი საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებისთვის არის მზად

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო მზად არის, ერევანთან საზღვრების დელიმიტაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკება დაიწყოს და შემდგომ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწეროს ხელი.

ამის შესახებ ალიევმა დსთ–ს ქვეყნების ლიდერთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

“ომი და კონფლიქტი ისტორიას ჩაბარდა. მზად ვართ, სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციაზე დავიწყოთ მოლაპარაკება ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარების პირობის სანაცვლოდ, ასევე, მზად ვართ, სომხეთთან სამშვიდო შეთანხმებაზე დავიწყოთ მოლაპარაკება”, – თქვა აზერბაიჯანის ლიდერმა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი, როგორც გამარჯვებული ქვეყანა, მზად არის სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.

“ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა ამ ისტორიულ შანსს ხელიდან არ გაუშვებს”, – დასძინა ილჰამ ალიევმა.

თავის მხრივ, ამავე სხდომაზე, სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმაც დაადასტურა მზაობა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დასაწყებად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები