გერმანიაში ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მკვეთრი ზრდაა

გერმანიის ცალკეულ რაიონში ბავშვებსა და მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების მკვეთრი ზრდაა.

ქვეყნის 8 რაიონში 10–დან 19 წლის ასაკობრივ ჯგუფში ერთი კვირის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 500 ერთეულს აღემატება.

ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ19–ით ინფიცირების მაჩვენებელი ამ ასაკობრივ ჯგუფში შედარებით შემცირდა წინა კვირასთან შედარებით.

უმნიშვნელოდ გაზრდილია ინფიცირების მაჩვენებელი 20 წელს ზემოთ პირებში.

ინსტიტუტის მონაცემით, ბოლო 4 კვირის განმავლობაში სკოლებში ინფიცირების აფეთქების 636 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება ჯამურ სტატისტიკას, 15 ოქტომბერს ქვეყანაში ინფიცირების 11 518 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გასულ კვირას 10 429 შემთხვევა იყო.

ინფიცირების შვიდღიანი კოეფიციენტი 100 ათას მოსახლეზე  68,7–მდეა გაზრდილი.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 65 ადამიანი შეეწირა, ერთი კვირით ადრე კი 85 გარდაცვლილი აღირიცხა.

პანდემიის დაწყებიდან, გერმანიაში 94 526 ადამიანი გარდაიცვალა, 4 134 100 დაინფიცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები