რუსეთში მძიმე ეპიდვითარებაა: კორონავირუსს ერთ დღეში 999 ადამიანი ემსხვერპლა

A patient with breathing problems is wheeled inside a COVID-19 hospital for treatment, amidst the coronavirus disease pandemic, Ahmedabad, India, April 14, 2021. REUTERS/Amit Dave

რუსეთში, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ინფიცირებისა და გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი 32 196 ადამიანს დაუდასტურდა, გუშინ ეს რიცხვი 31 299-ს შეადგენდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში კოვიდ19 სულ 7 925 176 ადამიანს აქვს დადასტურებული.

რაც შეეხება ლეტალობის სტატისტიკას, გასულ დღე–ღამეში ქვეყანაში ვირუსს 999 ადამიანი შეეწირა, გუშინ კი 987 გარდაცვლილი იყო. პანდემიის გავრცელებიდან კი, რუსეთში ლეტალობის 221 313 შემთხვევაა აღრიცხული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები