მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ავთანდილ მიქაძე გარდაიცვალა

ავთანდილ მიქაძე, რომელიც წლების განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თეატრი ავრცელებს.
„გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და თეატრის პროფესიული კავშირის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ავთანდილ მიქაძე.
თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ 1970 წლიდან დღემდე იყო ჩვენი თეატრის მსახიობი, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი სახე განასახიერა. წლების განმავლობაში აქტიურ მუშაობას ეწეოდა როგორც პროფესიული კომიტეტის თავმჯდომარე,
მარჯანიშვილის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ავთანდილ მიქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“… – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები