ბელორუსი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” დეკემბრის სამიტზე მონაწილეობას, სავარაუდოდ, არ მიიღებს
“აღმოსავლეთ პარტნიორიბის” დეკემბრის სამიტზე, ასევე, სხვადახვა დონის სხდომებზე ბელორუსი მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც მედიას წყარომ ბრიუსელში განუცხადა, თანამშრომლობა შეზღუდულია “სამუშაო კონტაქტებით”.
“გიდასტურებთ, რომ ბელორუსი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს – არც სამიტში, არც მინისტერიალებში, თანამშრომლობა სამუშაო კონტაქტებით შემოიფარგლება”, – უთხრა წყარომ ჟურნალისტებს.