ისრაელის ქალაქ აშდოდში რამდენიმე დღის წინ 23 წლის კაცის მანქანა ააფეთქეს, რომელსაც “რუსული კრიმინალური წარსული” აქვს და რომელსაც პოლიცია “რუსული მაფიის” წევრად მიიჩნევს.
Israelinfo წერს, რომ თავდასხმას აბრალებენ “ქართულ მაფიას”, რომელიც, მიხეილ ტანსკის დაკავების შემდეგ, ქალაქზე სრულფასოვანი კონტროლის დაბრუნებას ცდილობს. როგორც ადგილობრივი გამოცემა “მაკო” პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით წერს, “ქართულმა მაფიამ” ტანსკის დაჯგუფებიდან 23 წლის “რუსის” მოკვლა ბომბის გამოყენებით სცადა. ბომბი იმაზე ადრე აფეთქდა, ვიდრე თავდასხმის ობიექტი სავაჭრო ცენტრიდან გამოვიდა, რამაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.
პოლიციაში არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმა ეთნიკურ დაჯგუფებებს შორის ომის ახალ ტალღას გამოიწვევს და ამ ომის მსხვერპლი შეიძლება, ქალაქის უდანაშაულო მაცხოვრებლები გახდნენ.