ჯანმო: მსოფლიოში ტუბერკულოზით გარდაცვალების რიცხვი გაზრდილია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, ტუბერკულოზით გარდაცვალების მაჩვენებელი გაზრდილია.

ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19–ის პანდემიამ ტუბერკულოზთან ბრძოლის მიღწევები შეცვალა.

აღინიშნება, რომ გასულ წელს ტუბერკულოზით მსოფლიოში 1,5 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა (მათ შორის, 214 ათასი აივ–ინფიცირებული). დაავადების მაჩვენებლის ზრდა,
განსაკუთრებით 30 ქვეყანაში მოხდა.

ამასთან, ორგანიზაციის ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ 2021 და 2022 წლებში ეს მაჩვენებელი შეიძლება, გაცილებით მაღალი აღმოჩნდეს.

“ტუბერკულოზის ძირითადი სერვისების მიწოდებასა და მათთან დაკავშირებულმა პრობლემებმა განაპირობა ის, რომ არაერთმა დაავადებულმა ადამიანმა 2020 წელს დიაგნოზი ვერ მიიღო,” – ნათქვამია მოხსენებაში.

ჯანმო–ს მონაცემით, ამჟამად, მსოფლიოში ტუბერკულოზი 4,1 მილიონამდე ადამიანს აქვს, თუმცა, მათ დაავადება დიაგნოსტირებული არ აქვთ ან მათ შესახებ ეროვნული მთავრობებისთვის ცნობილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები