ბეირუთში აქციაზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდეა გაზრდილი, ათობით პირი დაშავებულია

ბეირუთში, თაიუნის რაიონში, აქციაზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

დაშავებულია 60-ზე მეტი მოქალაქე.

ამის შესახებ ინფორმაციას Al-Mayadeen ავრცელებს.

თავის მხრივ, NNA და Al-Jadeed-ი 4 დაღუპულზე იუწყებიან.

ბეირუთში აქციის მონაწილეთა და სამხედრობის მისამართით თავდაპირველად ცეცხლი სნაიპერმა გახსნა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სნაიპერი დაკავებულია.

აქციას შიიტური პარტიის წევრები მართავდნენ, რომლებიც 2020 წელს ბეირუთის პორტში აფეთქების საქმის მთავარი მოსამართლის ჩანაცვლებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები