Lua – “Hip Hip” – კლიპის პრემიერა გაიმართება
16 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კაფე „მზიურში“ ქართველი მუსიკოსის, ლუას ახალი სიმღერის, “Hip hip”-ის კლიპის პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მუსიკოსმა კლიპი 2021 წლის ზაფხულში თავისი მეგობარი ლისა ღლონტის რეჟისორობით გადაიღო. კლიპი ორივესთვის სადებიუტო ნამუშევარია. სიმღერა „Hip Hip“ Bravo records-ში ალეკო ბერძენიშვილმა ჩაწერა.