გებრეისუსი არ გამორიცხავს, რომ COVID-19-მა ლაბორატორიიდან გაჟონა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი არ გამორიცხავს, რომ კოვიდ-19-ის ვირუსმა ლაბორატორიიდან გაჟონა. მან აღნიშნა, რომ ასეთი ჰიპოთეზა “კატეგორიულად უარყოფილი ჯერ არ არის”.

ამის შესახებ მან იტალიიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში თქვა.

“უნდა გავაგრძელოთ ყველა ჰიპოთეზის შესწავლა, ცხოველიდან ვირუსის გადაცემიდან დაწყებული – ლაბორატორიიდან მისი გაჟონვის ჰიპოთეზის ჩათვლით, რომელიც ჯერ კიდევ კატეგორიულად არ არის გამორიცხული. თავიდანვე, ჯანმო სრულიად ღია და გამჭვირვალე სამეცნიერო პროცესისკენ მოუწოდებდა”, – თქვა მან.

გებრეისუსმა ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებულ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერებისთვის და დროს მოითხოვს.

ამავე დროს, მან მიუთითა ზოგიერთ „ფაქტორზე, მათ შორის, პოლიტიკურზე“, რაც ხელს უშლის კითხვაზე პასუხის მიღებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები