ფილიპინების პრეზიდენტი: ანტივაქსერები ძილში უნდა ავცრათ
ფილიპინების პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე გამოვიდა ინიციატივით, რომ ანტივაქსერების აცრა ძილში მოხდეს.
ამის შესახებ Inquirer-ი წერს.
“ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ვაქცინა ჯერ კიდევ ეეჭვება. ეს არის პრობლემა, ის ადამიანები, რომელთაც არ სურთ აცრა. ამიტომ, ჩვენ ვიპოვით მათ თქვენს უბნებში, შევალთ მათთან სახლებში და ავცრით, სანამ მათ სძინავთ და მორჩა. მოდით, ღამ-ღამობით ავცრათ ისინი”, – თქვა დუტერტემ.
ქვეყნის პრეზიდენტმა მათ, ვინც უკვე აცრილია, ურჩია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.