“თალიბანის” დელეგაცია ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა
“თალიბანის” დელეგაცია ე.წ,. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ამირ ხან მოტაკის ხელმძღვანელობით, ანკარაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს ოფიციალური მიწვევით გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას “თალიბანის” ე.წ. საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ დელეგაცია მოლაპარაკებას გამართავს თურქეთის მაღალჩინოსნებთან ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხებზე.
“რიგი საკითხი განიხილება ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართულებით, ვაჭრობის სფეროში, ჰუმანიტარული საკითხები, მიგრაცია და ავიატრანსპორტი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.