პუტინი – პრეზიდენტად კენჭისყრაზე: კონსტიტუცია ამის უფლებას მაძლევს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მას ქვეყნის კონსტიტუცია ანიჭებს, თუმცა, მას ამ დროისთვის არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, საკითხზე საუბრები კი ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს.
ამის შესახებ მან CNBC-თან საუბარში თქვა.
“ვამჯობინებ, ასეთ კითხვებს არ ვუპასუხო, ეს ჩემი ტრადიცული პასუხია. მომავალ არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. ამ თემაზე საუბრები სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს. სიტუაცია უნდა იყოს მშვიდი და სტაბილური ისე, რომ ყველა სამთავრობო ორგანო, ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ მუშაობა თავდაჯერებულად და მშვიდად განაგრძოს, მშვიდად უყურონ მომავალს. დიახ, კონსტიტუცია მაძლევს ამის უფლებას, კენჭი ვიყარო მომდევნო ვადით, მაგრამ გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის”, – თქვა პუტინმა.