საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მეუფე ნიკოლოზი მივიდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მივიდა.
მეუფე ნიკოლოზს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მეუფე ნიკოლოზი ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირია, რომელმაც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის მე-13 დღეა, ციხეში შიმშილობს.