ვერის ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვერის ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტი აზიის განვითარების ბანკის ჩართულობით განხორციელდება.

„აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვერის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ვერის ბაღის თანამონაწილეობითი დაგეგმარება იქნება საუკეთესო პრეცედენტი სხვა მწვანე სივრცეების სწორი განვითარებისთვის, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ პირველი პროექტია, როცა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები იღებენ თანამონაწილეობას. ვერის ბაღი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული სარეკრეაციო სივრცეა, საჭიროებს სრულ განახლებას. არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის საჭიროა წინასაპოექტო კვლევა, დეტალური დიზაინის პროექტი და შემდეგ უკვე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ ვერის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პირვანდელი სახე“, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, საპროექტო სამუშაოების ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს და ის ერთი წლის ვადაში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები