ფილიპინებზე ტაიფუნს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებზე ტაიფუნ Maring-ს 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 3 ადამიანი დაშავებულია, 9 პირი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის სახელმწიფო საბჭო ავრცელებს.

9 ოქტომბერს ბენგეთის პროვინციაში გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყრული პროცესები წარმოიქმნა, დაიტბორა სოფლები. ამჟამად, ტაიფუნი ფილიპინებს ტოვებს, თუმცა, სინოპტიკოსები წვიმების გაგრძელებაზე საუბრობენ. ევაკუირებულია 11 ათასი ადამიანი. ხელისუფლების მონაცემით, ფილიპინების 102 ქალაქში იყო ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემა, განადგურებულია ასობით სახლი. სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზიანი 9,7 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები