თამარ გაბუნია: ქვეყანაში, შარშანდელ მაჩვენებელთან მიმართებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი შემცირდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი დაბალია და ის 40%-ზე ჩამოვიდა.

“პირბადის ტარების მხრივ 43%-ზე დაბლა ჩამოვედით, როდესაც შარშან ამ დროს ეს მაჩვენებელი 70%-ზე მაღალი იყო”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განმარტებით, აუცილებელია იმ წესების შესრულება, რომელიც ამ დროისთვის არსებობს.

„პირველ ყოვლისა, ეს არის პირბადე და, ასევე, ვაქცინაციის პროცესი“, – განმარტა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები