თამარ გაბუნია: სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება.

მისივე თქმით, სკოლებში უკვე არსებული რეგულაციების ზედმიწევნით სწორად შესრულებაა აუცილებელი.

„სკოლებში რეგულაციები,  რაც არის დაწესებული, ზედმიწევნით ზუსტად უნდა შესრულდეს. ეს პაკეტი არის საკმაოდ ეფექტური, დამატებით რეგულაციებს სკოლებისთვის ჩვენ არ ვგეგმავთ. რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, აქაც ისევ მთავარი დაცვა არის წესების დაცვა და პერსონალის ვაქცინაცია, ვინც ბავშვებთან მუშაობს”,- განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები