კახა კუჭავა – ბათუმში მომხდარზე: შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან, საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რითაც ზედამხედველობის ნორმებს გავამკაცრებთ

“შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან, საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რითაც ზედამხედველობის ნორმებს კიდევ უფრო გავამკაცრებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბათუმში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა დროული რეაგირება.

„შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი თუ საჭიროდ ჩათვლის საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებასა და გამკაცრებას, რაც ყველაზე მთავარია, ზედამხედველობა რომ უფრო სწორად, კანონით იყოს გაწერილი, ამაზე მუშაობა დავიწყოთ. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან, საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ ნორმებს, რათა ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, ასეთი პრობლემები ბევრგან არის. აუცილებელია, ჩვენი მხრიდანაც იყოს შესაბამისი, დროული რეაგირება“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები