ჯანმო: COVID-19 ენდემური ვირუსი გახდება

COVID-19 ენდემური ვირუსი გახდება და იქნება იქამდე, სანამ არ გამოჩნდება ვაქცინა, რომელიც მის განადგურებას შეძლებს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინათიმ განაცხადა.

“მე ვფიქრობ, რომ ის გახდება ენდემური. ამჟამად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია მისი მოშორება. ის ყველგან არის. ის გადაეცემა ადამიანებსა და ცხოველებს. ამჟამად ასეა, თუ ჩვენი ბრძოლის საშუალებები არ გახდება უკეთესი. ვნახოთ, იქნებ, ოდესმე მივიღოთ სტერილიზებული ვაქცინა და იქნებ მაშინ შევძლოთ დაავადების აღმოფხვრაზე ფიქრი,” – თქვა მან.

ექსპერტის განმარტებით, ამჟამად, ჯანმო არ თვლის COVID-19-ს სეზონურ დაავადებად, რადგან ვირუსი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს ჩნდება.

“ვფიქრობ, ინფექციის გარკვეული დონე დარჩება საზოგადოებაში, რომელიც, როგორც ჩვენ ვამბობთ, არის ენდემური, თავისი აღმაფრენებითა და ვარდნებით. როდესაც ინფექცია აღმოაჩენს მგრძნობიარე ადამიანებს, გაჩნდება კლასტერი. ამიტომ, გარკვეული დროის შემდეგაც, ჯანდაცვის სისტემები უნდა იყოს მზად ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის, ისევე როგორც სხვა რესპირატორულ დაავადებებს ვუმკლავდებით”, – განმარტა სუმია სვანიმათიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები