სტოლტენბერგი: როდესაც ნორვეგია ნატო-ს შეუერთდა, სტალინი ამას ძალიან ეწინააღმდეგებოდა

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის გაფართოება მხოლოდ მის წევრებზეა დამოკიდებული, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, როდის იქნებიან მზად წევრობისთვის ასპირანტი ქვეყნები – უკრაინა და საქართველო.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატო-ს საპარტლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სესიაზე თქვა.

რაც შეეხება ნატო-ს გაფართოებასა და იმას, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას იწვევს, სტოლტენბერგის თქმით, პირველ ყოვლისა, აქ ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი არის, თითოეულმა სუვერენულმა სახელმწიფომ თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

“რუსეთმა არასდროს უნდა მიიღოს ვეტოს უფლება, ვინაიდან სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, თავისი მომავალი განსაზღვროს. რუსეთი ყოველთვის ამბობს, რომ ნატო-ს გაფართოება პროვოკაციაა. როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ნატო-ს შეუერთდნენ, რუსეთი ამბობდა, რომ ეს პროვოკაცია იყო. იგივე ეხება ჩემს სამშობლოს, ნორვეგიას. როდესაც ნორვეგია ნატო-ს შეუერთდა, სტალინი ამას ძალიან ეწინააღმდეგებოდა. ასე რომ, მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის დააკმაყოფილებენ ასპირანტი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ნატო-ს სტანდარტებს და ალიანსს შეუერთდებიან“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები