ბექა ბასილაია: პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირს, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა

 

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები მივიდნენ.

ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს და პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა.

„მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს და თავის დამშვიდება და პენიტენციური სამსახურის მხრიდან იმდაგვარად პოზიციონირება, რომ მიშა სააკაშვილს არაფერი სჭირს, არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები