„ფოლკამბები“ მეორე სეზონით ბრუნდება

8 ოქტომბრიდან, ყოველ პარასკევს, 14:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზიდან, „ფოლკამბები“ მეორე სეზონით ბრუნდება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, გადაცემის პირველი სტუმარი იქნება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი დონაძე და ანსამბლი „ბასიანი“.
გადაცემის მიზანია, გააშუქოს ფოლკლორში მიმდინარე ამბები და მოწვეულმა სტუმარმა წამყვანთან ერთად განიხილოს მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები.
გადაცემას უძღვება გივი აბესაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები