ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ბინის მეპატრონის გარდა, ამავე საქმეზე კიდევ 2 პირია დაკავებული, რომლებიც სადარბაზოს პირველ სართულზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.