ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევიდან უკვე 24 საათი გავიდა. ადგილზე კვლავ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში ამ დრომდე მყოფ 3 ადამიანს შორის დედა-შვილია. ოჯახის ახლობლების თქმით, მოზარდი შემთხვევის დროს ონლაინგაკვეთილს ესწრებოდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 უკვე გარდაცვლილი იყო. კიდევ ერთი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა, მამაკაცი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე სამი ადამიანი დააკავეს.