უკრაინის სასაზღვრო სამსახურში სააკაშვილის საქმის გამოძიებაა დაწყებული

“მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე გამოძიება უკრაინის სასაზღვრო სამსახურში ნამდვილად არის დაწყებული”, – განაცხადა უკრაინულ გამოცემასთან საუბარში უწყების პრესმდივანმა, ანდრეი დემჩენკომ.

მისი თქმით, მიმდინარეობს მისი უკრაინიდან წასვლის გარემოებებსა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტებზე გამოძიება.

“ყველა ინფორმაციის დეტალური გადამოწმება მიდის, თუ როგორ დატოვა სააკაშვილმა უკრაინა. ამ დროისთვის, სამხრეთ რეგიონალური სამმართველოს მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირი, გამოძების დასრულებამდე, უფლებამოსილების შესრულებას არის ჩამოშორებული”,- თქვა დემჩენკომ.

კითხვაზე, ფიქსირდება თუ არა მონაცემთა ბაზაში სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი, უწყების პრესსპიკერი ამბობს, რომ არ შეუძლია ასეთი ინფორმაციის გაცემა, რადგან ის კონფიდენციალურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები