გიორგი პერტაია ბერლინში გამართულ, კასპიის ზღვის რეგიონის ბიზნესფორუმში – Caspian Europe Forum-ში მონაწილეობდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ ბერლინში გამართულ, კასპიის ზღვის რეგიონის ბიზნეს ფორუმში – Caspian Europe Forum-ში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული პალატის ინფორმაციით, Caspian Europe Forum ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას კასპიის ზღვის რეგიონის ბიზნეს წრეების დაახლოებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

გიორგი პერტაიამ სიტყვით გამოსვლისას კასპიის ზღვის რეგიონის, მათ შორის, საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. ასევე, მიმოიხილა რეგიონის საინვესტიციო გარემო, გამოწვევები და მნიშვნელოვანი ფაქტორები.

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონის მასშტაბით მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ პროცესში ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის როლს.

ფორუმს ესწრებოდნენ გერმანული, აზერბაიჯანული, ყაზახური, უზბეკური კომპანიები და ბზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები: Association of German Chambers of Commerce and Industry, ADB, EBRD, Deutsche Bahn AG, Aktau International Commercial Sea Port, Alat Free Economic Zone Authority (AFEZA), GTAI – Germany Trade&Invest, Schneired Group, German Agnribusiness Alliance და სხვები.

ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი – კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორი – სუსანა ჰარგიტაი, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი – ევგენი ჟუკოვი, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი – ილხომ მახკამოვი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე – ელნურ სოლტანოვი და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – როვშან ნაჯაფი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები