ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილი მზადაა, ციხეში ნარკოტესტი ჩაიტაროს

“მზად ვართ, ტელეკამერების, ჟურნალისტების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი”, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა.

“წლების განმავლობაში და დაკავებამდეც გვინახავს სააკაშვილი ველოსიპედზე, ცურვისას, თხილამურებზე, ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, დარბოდა, ვარჯიშობდა და ა.შ. ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერების, ჟურნალისტების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკებიდან – დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები