კვების ობიექტები დღეიდან 23:00 საათამდე იმუშავებენ
მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვების ობიექტები დღეიდან 23:00 საათამდე იმუშავებენ.
გადაწყვეტილება ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება.
რესტორნების მუშაობა დღემდე 22:00 საათამდე იყო დაშვებული.